Image

HRIS - სამუშაო რესურსის ინტელექტუალური მონიტორინგი და ციფრული HR

Rilven HRIS წარმოადგენს ადამიანური რესურსების ახალი თაობის საინფორმაციო სისტემას. ავტომატიზაციის საშუალებით და რეალურ დროში მონაცემების ანალიზისა და სრულად ციფრული პროცესების ინტეგრაციით შრომითი რესურსის მართვა გარდაიქმნება უფრო ეფექტურ, გამჭვირვალე და უსაფრთხო პროცესად, რომელიც ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და აუმჯობესებს ორგანიზაციულ ეფექტურობას.

სისტემა მოიცავს დროისა და დასწრების კონტროლს: თითოეული შესვლა და გასვლა ზუსტად რეგისტრირდება ინტეგრირებული ბარათის წამკითხველებით, ბიომეტრიული სკანერებით და AI სახის ამოცნობით, რაც გამორიცხავს მონაცემების ხელით შეყვანით გამოწვეულ შეცდომებს.

დროის აღრიცხვის გარდა, Rilven HRIS მართავს თანამშრომლების პროფილებს, კონტრაქტებს, განრიგებს, ორგანიზაციული სტრუქტურას და შესრულების ჩანაწერებს. თანამშრომლებს აქვთ წვდომა საკუთარი პროფილიდან სამუშაო საათების, ბრძანებების, ცნობების დათვალიერების, შვებულების მოთხოვნის გაგზავნის. ასევე პროფილიდან თავად შეუძლია პირადი ინფორმაცია განახლოს. ყველაფერ ეს ზრდის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.

სისტემა სრულად არის ინტეგრირებული Rilven HRM-თან და ანაზღაურების მოდულებთან, რითაც სამუშაო საათები, ზედმეტი დრო და გაცდენები ავტომატურად აისახება ანაზღაურების გამოთვლებსა და ოპერაციულ ანგარიშებში.

Rilven HRIS-ის საშუალებით თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას რეალურ დროში ნახოთ შრომითი რესურსის აქტივობები რაც დაეხმარება თქვენს კომპანიას ეფექტურ მართვაში.