გამოიმუშავე 20% საკომისიო
ჩვენ ვაფასებთ თქვენს წვლილს ჩვენს საქმიანობაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ 20% საკომისიო მომხმარებლის ყოველი გადახდიდან, რომელსაც ჩვენთან მოიყვანთ.
როგორ მუშაობს
პროგრამაში გაწევრიანების შემდეგ, მოგენიჭებათ უნიკალური პრომო კოდი. ამ კოდის გაზიარება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. როდესაც მომხმარებელი თქვენი კოდით დარეგისტრირდება, ის ავტომატურად დაუკავშირდება თქვენს ანგარიშს. ამ მომენტიდან, მათ მიერ განხორციელებული ყოველი გადახდა ყოველთვიურად 20%-იან საკომისიოს მოგიტანთ.
თქვენი დაფა და ლაივ სტატისტიკა
თქვენს პირად პროფილში გექნებათ წვდომა სპეციალურ პანელზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თქვენი რეფერალური აქტივობა, შემოსავლების ისტორია და მომხმარებელთა აქტივობა. თქვენ ნახავთ, რამდენმა ადამიანმა გამოიყენა თქვენი კოდი, რამდენს ხარჯავენ და ზუსტად რამდენი საკომისიო მიიღეთ. ყველაფერს თვალყურს ადევნებთ რეალურ დროში, რაც გაძლევთ სრულ კონტროლს და გამჭვირვალობას რეფერალური პროგრამის მუშაობაზე.
სარგებელი
ყველაზე დიდი უპირატესობა სტაბილური შემოსავალია. თქვენ არ გამოიმუშავებთ მხოლოდ ერთხელ, გამოიმუშავებთ უწყვეტად, სანამ მომხმარებელი აქტიური რჩება. თქვენი შემოსავალი დამოკიდებულია თქვენს მიერ მოყვანილი რეფერალების რაოდენობასა და მათ მიერ არჩეულ მომსახურების პაკეტეზებზე. არ არსებობს შეზღუდვები იმაზე, თუ რამდენი ადამიანის მოწვევა ან რამდენის გამომუშავება შეგიძლიათ. გარდა ამისა, თქვენი რეფერალები იღებენ სპეციალურ ფასდაკლებას, როდესაც ისინი იყენებენ თქვენს კოდს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს კოდის პოპულარიზაციას. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ, რომ მიღებული შემოსავალი გაიტანოთ მისი მოთხივნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში.
ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა
ეს პროგრამა ღიაა ყველასთვის, ვინც Rilven-ში ღირებულებას ხედავს. თუ თქვენ ხართ კონტენტის შემქმნელი, სააგენტო, ბიზნეს მრჩეველი, ან მეწარმე, ეს არის მარტივი გზა სტაბილური შემოსავლის გენერირებისთვის თანამედროვე ERP გადაწყვეტის რეკომენდაციით. Rilven-ს იყენებენ კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიაში, საცალო ვაჭრობიდან და სტუმართმოყვარეობიდან დაწყებული წარმოებითა და ფინანსებით დამთავრებული, რაც თქვენს პრომო კოდს აქტუალურს ხდის თითქმის ნებისმიერ პროფესიულ გარემოში.
რატომ არის ეს განსხვავებული
რეფერალური პროგრამების უმეტესობა ერთჯერად გადახდებზეა ორიენტირებული. Rilven განსხვავებულია. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა აუცილებელია ყოველდღიური ოპერაციებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები, როგორც წესი, წლების განმავლობაში რჩებიან ჩვენთან. ეს თქვენთვის გრძელვადიან, პროგნოზირებად შემოსავალს ნიშნავს. ბმულების ნაცვლად პრომო კოდების გამოყენება ასევე პროგრამას მეტ მოქნილობას მატებს, რაც საშუალებას გაძლევთ, პირადად, ტელეფონით ან თუნდაც ფლაირებით გააზიაროთ ინფორმაცია. თქვენ არ ხართ შეზღუდული პლატფორმებით ან ინსტრუმენტებით, თქვენი კოდი ყველგან მუშაობს.
დაიწყე დღეს
გაწევრიანება უფასოა, რისკი არ არსებობს და თქვენი შემოსავალი შეუზღუდავია. მიიღეთ თქვენი პრომო კოდი და დაიწყეთ მისი გაზიარება. 20%-იანი უვადო საკომისიოს წყალობით, Rilven-ის რეფერალური პროგრამა თქვენი შესაძლებლობაა, გაზარდოთ მუდმივი შემოსავალი ბიზნესების უფრო ჭკვიანურად განვითარების ხელშეწყობით.